ზელენსკი: უკრაინის დროშა არის მიზანი და ოცნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის

ზელენსკი: უკრაინის დროშა არის მიზანი და ოცნება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სახელმწიფო დროშის დღეს გამართულ ცერემონიაზე განაცხადა, რომ ლურჯ-ყვითელი დროშა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის მიზანსა და ოცნებას წარმოადგენს.

„ეს დროშა არის მიზანი და ოცნება ბევრი ჩვენიანი ადამიანისთვის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ისინი მას უფრთხილდებიან, რადგან იციან - ჩვენ ჩვენს მიწას ოკუპანტს არ ვაჩუქებთ,“ – თქვა ზელენსკიმ.

მისი თქმით, უკრაინა აერთიანებს საუკეთესოებს და დაამტკიცა, რომ მხოლოდ მასთან ერთად შეიძლება დემოკრატიული ერებისთვის უსაფრთხოების გარანტიის მიღწევა.

„ყველას, ვინც თავისი წვლილი შეიტანა უკრაინის სიმბოლოს გაძლიერებაში, დღეს მადლობას ვუხდი - ეს სრულიად დამსახურებულია,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.