შსს: 4 ოქტომბრის საქმეზე დავაკავეთ კიდევ 4 ადამიანი, მიმალვაშია 3 პირი

შსს: 4 ოქტომბრის საქმეზე დავაკავეთ კიდევ 4 ადამიანი, მიმალვაშია 3 პირი

შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, უწყებამ კიდევ 4 ადამიანი დააკავა.

მისივე თქმით, ამ დრომდე გრძელდება კიდევ 3 ადამიანის სამძებრო მოქმედებები.

"4 ოქტომბერს ქალაქ თბილისში განვითარებულ დაკავშირებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 187-ე, 222-ე, 225, და 317-ე მუხლებით მიმდინარეობს. გამოძიების ფარგლებში სამართალდამცავებმა სასამართლოს განჩინების საფუძველზე, კიდევ 4 პირი დააკავეს. ესენი არიან: .., .ე., მ.., და ..

ამ დროისთვის, აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ჯამში უკვე დაკავებულია 22 პირი, ხოლო 3 პირის ადგილსამყოფლის დადგენისა და დაკავების მიზნით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ხორციელდება შესაბამისი ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები. აღნიშნული 3 პირი ამ დრომდე იმყოფება მიმალვაში.

საქართველოს შსს-ს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულის ჩამდები სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემის მიზნით. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები", - აცხადებენ შსს-ში.

ცნობისთვის, პოლიციამ მოძრაობა ეროვნული კრების ლიდერები - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე 4 ოქტომბერსვე დააკავა.

მათ დღეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

6 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე კი დარახველიძემ განაცხადა, რომ შსს-მ აღნიშნულ მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ 13 ადამიანი დააკავა.

მათ დღეს პროკურატურამ ბრალდება ორი მუხლით - სტრატეგიული ანდა განსაკუთრებულ მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცელობა ჩადენილი ჯგუფურად და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა - წარუდგინა.

დაკავებულ 13 ადამიანს თავისუფლების 9-წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრებათ.