უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პუტინი გეგმავს უკრაინის ელექტროსადგურებზე თავდასხმას. ზელენსკის თქმითვე, ნებისმიერ ინციდენტს ენერგოსისტემაში შესაძლოა, ბირთვული კატასტროფა მოჰყვეს.
"ვინაიდან რუსეთს არ შეუძლია ჩვენი ხალხის წინააღმდეგობის დაძლევა ბრძოლის ველზე, პუტინი ეძებს სხვა გზებს უკრაინელი ხალხის სულისკვეთების გასატეხად, მისი ერთ-ერთი მეთოდი მიმართულია ჩვენი ენერგო ინფრასტრუქტურისკენ. როგორც ჩანს, პუტინი გეგმავს თავდასხმებს ჩვენს ატომურ ელექტროსადგურებზე, რომ გამორთოს ელექტროსისტემებიდან. ნებისმიერ ინციდენტს ენერგოსისტემაში შეიძლება, მოჰყვეს ბირთვული კატასტროფა., ასეთი დღე არასდროს არ უნდა დადგეს. ვერ იქნება სამართლიანი მშვიდობა უკრაინის გარეშე"- თქვა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, უკრაინელები არასდროს მიიღებენ იმას, რომ მშვიდი, ნორმალური ცხოვრების ნაცვლად სასტიკი კოლონიალური წარსული დაუწესდეთ.
"მსოფლიომ უკვე გაიარა კოლონიალური ომები და პატარა ქვეყნების ხარჯზე დიდი სახელმწიფოების შეთქმულებები. ყველა ქვეყანას, მათ შორის ჩინეთს, ბრაზილიას, ევროპულ ქვეყნებს, აფრიკულ ქვეყნებს, ახლო აღმოსავლეთ, ყველას ესმის, რატომ უნდა დარჩეს ეს წარსულში. უკრაინელები არასდროს მიიღებენ იმას, რომ უკრაინას ნორმალური ცხოვრების ნაცვლად სასტიკი კოლონიალური წარსული დაუწესდეს, ნორმალური, მშვიდობიანი ცხოვრების ნაცვლად"- თქვა ზელენსკიმ.