უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ აზოვსტალის მებრძოლები თურქეთიდან უკრაინაში ბრუნდებიან.
ამის შესახებ ზელენსკიმ ტელეგრამ არხზე დაწერა და აზოვსტალის მცველებთან ერთად გადაღებული ვიდეოც გამოაქვეყნა.
"ჩვენ ვბრუნდებით სახლში თურქეთიდან და ჩვენი გმირები სახლში მიგვყავს. უკრაინელი სამხედროები დენის პროკოპენკი, სვიატოსლავ პალამარი, სერჰიი ვოლინსკი, ოლეჰ ხომენკო, დენის შლეჰა. ისინი საბოლოოდ იქნებიან თავის ნათესავებთან ერთად. დიდება უკრაინას" - დაწერა ზელენსკიმ ტელეგრამზე.