დღეს ხერსონის გათავისუფლებიდან ერთი წელი გავიდა. ამასთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვა გაავრცელა.
ზელენსკის თქმით, უკრაინამ იცის, რომ მტერი არ არის სუსტი, მაგრამ ამასთან, იცის, ეს როგორ დაძლიოს.
"გასულ წელს უკრაინის მთელმა სამხრეთმა გაიგო, რომ რუსეთი არასდროს მოდის სამუდამოდ. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენჯერ გაიმეორებენ ამას. იმიტომ, რომ უკრაინა ყოველთვის ბრუნდება, ყოველთვის, როცა ვიცით ჩვენი მიზანი, როცა ეს საერთო მიზანია. როცა ერთიანები ვართ და სხვებსაც ვაერთიანებთ უკრაინული მიზნის გარშემო.
დღეს არის ერთ-ერთი წლისთავი, რომელიც აყალიბებს ჩვენს უკრაინულ რწმენას, რომ შეგვიძლია. უკრაინამ იცის, რომ მტერი არ არის სუსტი, მაგრამ უკრაინამ იცის, როგორ დაძლიოს ეს", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინელმა ჯარისკაცებმა ქალაქში სახელმწიფო დროშა სწორედ 11 ნოემბერს დააბრუნეს.