უკრაინის მიერ არჩეული დიპლომატიური გზა ჩვენი ინიციატივაა, რადგან ჩვენ ვართ ამ ომის მსხვერპლი. სამშვიდობო სამიტი გაიმართა და ჩვენ ახლა დეტალურად ვმუშაობთ სამ მიმართულებაზე: ენერგეტიკა, სასურსათო უსაფრთხოება და ტყვეთა გაცვლა. დარწმუნებული ვარ, ამ საკითხებს მოვაგვარებთ. სულ მცირე, დეტალურ გეგმას მოვამზადებთ. ეს მალე მოხდება.
ჩვენ ასევე განვავითარებთ მშვიდობის ფორმულის ყველა სხვა პუნქტს და მოვამზადებთ ყოვლისმომცველ გეგმას, რომელიც იქნება მაგიდაზე ყველა ჩვენი პარტნიორისთვის. ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, წარმოვადგინოთ ომის დასრულების გეგმა, რომელსაც მხარს დაუჭერს მსოფლიოს უმრავლესობა. ეს არის დიპლომატიური გზა, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ
განაცხადა უკრაინის პრეზიდენტა ვოლიდიმირ ზელენსკიმ სლოვენიის პრეზიდენტ ნატაშა პირც მუსართან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.