
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, განაცხადა, რომ თუ სამშვიდობო პროცესისთვის საჭირო იქნება, იგი მზადაა, დატოვოს პრეზიდენტის თანამდებობა. ამის შესახებ მან "უკრაინა. 2025 წლის გზა" ფორუმზე ისაუბრა, იტყობინება UNN-ი.
"თუ უკრაინის მშვიდობისთვის მართლაც აუცილებელია, რომ დავტოვო ჩემი პოსტი, მაშინ მზად ვარ. შეიძლება ამით ნატოს წევრობა გავცვალო, თუ ასეთ პირობებს დამიყენებენ. ჩემი ფოკუსი ახლა უკრაინის უსაფრთხოებაზეა, არა 20 წლის პერსპექტივაში, და არ მაქვს განზრახვა, ათწლეულების განმავლობაში ძალაუფლებაში დავრჩე," – განაცხადა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, ზელენსკიმ ისაუბრა აშშ-ის მხრიდან უკრაინის დახმარებაზე და თქვა, რომ არ აპირებს, აღიაროს 500 მილიარდი დოლარის მოცულობის ვალი აშშ-სთან. ზელენსკი აცხადებს, რომ ბაიდენთან შეთანხმებით, ეს იყო გრანტი უკრაინისთვის და არა - ვალი.
"ჩვენ გვქონდა 100 (მილიარდი დოლარი) და ეს ფაქტია. მე არ ვაპირებ 500 მილიარდის აღიარებას, რაც არ უნდა თქვას ვინმემ... გრანტი არ არის ვალი."- თქვა ზელენსკიმ.