გორში ორი ახალგაზრდა დაჭრეს
გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, ორი ახალგაზრდა დაჭრეს. ორივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი.
ერთ-ერთი დაჭრილი არასრულწლოვანია – 17 წლის.
შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.