დუშეთში, თიანეთში, მცხეთასა და ყაზბეგში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს ბრალდება წარედგინა

დუშეთში, თიანეთში, მცხეთასა და ყაზბეგში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს ბრალდება წარედგინა

"ქართული ოცნების" პროკურატურამ დუშეთში, თიანეთში, მცხეთასა და ყაზბეგში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს, გიორგი კაპანაძეს ბრალდება წარუდგინა.

კერძოდ, უწყების განცხადებით მიხედვით, კაპანაძე უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიწის ნაკვეთების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებიდან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სტატუსზე გადაყვანას შეპირდა, რისთვისაც 400 000 დოლარი მოითხოვა, ხოლო 5 სექტემბერს, ნაწილი, 80 000 დოლარი აიღო.

მას თავისუფლების 15 წლამდე ვადით აღკვეთა ემუქრება.

"საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიწის ნაკვეთების სასოფლო-სამეურნეო დანიშნულებიდან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სტატუსზე გადაყვანას შეპირდა, რის სანაცვლოდ, ქრთამის სახით 400 000 აშშ დოლარის გადაცემა მოთხოვა, საიდანაც ნაწილი 80 000 აშშ დოლარი 5 სექტემბერს აიღო.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მესამე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - წერია პროკურატურის განცხადებაში.