
კანადის პრემიერმინისტრი მარკ კარნი ფიქრობს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ და უკრაინის თავდაცვის ძალებმა მაქსიმალური ზეწოლა უნდა მოახდინონ რუსეთზე, რათა დათანხმდეს ომის მშვიდობიან გადაჭრაზე.
მისი თქმით, ვლადიმირ პუტინი "ვერ ეგუება მშვიდობის აუცილებლობას."
„ბატონი პუტინი ამ ომის მიზეზია, ის მკვლელობის მიზეზია. ის არ აპირებს მშვიდობის პირობებზე საუბარს", - თქვა კარნიმ.
კანადის პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ მოკავშირეების ზეწოლა რუსეთზე უნდა მოიცავდეს ახალი სანქციების დაწესებას, უკრაინელი ჯარების შეიარაღებას და უკრაინის მხარდაჭერას "როდესაც ძალადობრივი ქმედებები შეწყდება."
მან დაამატა უკრაინის მოკავშირეები სანქციების შემდეგ პაკეტს ამზადებენ.