რომის პაპი მორწმუნეებს ლოცვისკენ მოუწოდებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია

რომის პაპი მორწმუნეებს ლოცვისკენ მოუწოდებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია

პაპი ფრანცისკე მორწმუნეებს სთხოვს, ილოცონ მისთვის, რადგან იგი კვლავ აგრძელებს ორმხრივი პნევმონიის მკურნალობას.

ვატიკანმა შაბათს განაცხადა, რომ 88 წლის პაპის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია.

კვირას გავრცელებულ წერილში პაპმა მადლობა გადაუხადა ექიმებს, საავადმყოფოს პერსონალსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც მას თანადგომას უცხადებს.

„ბოლო დღეებში უამრავი მხარდამჭერი წერილი მივიღე, განსაკუთრებით შემძრა ბავშვების მიერ დაწერილმა წერილებმა და ნახატებმა. გმადლობთ ამ თანადგომისთვის და იმ ლოცვებისთვის, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მომდის! ყველას მარიამის შეწევნას გისურვებთ და გთხოვთ, ილოცოთ ჩემთვის", – წერს პონტიფიკოსი.