ზელენსკი: თუ ტრამპი პრეზიდენტი გახდება, ჩვენ ვიმუშავებთ, ამის არ მეშინია

ზელენსკი: თუ ტრამპი პრეზიდენტი გახდება, ჩვენ ვიმუშავებთ, ამის არ მეშინია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტად დონალდ ტრამპს აირჩევენ, ოფიციალური კიევი მასთან თანამშრომლობას გააგრძელებს.

როგორც ზელენსკიმ თქვა, უკრაინას აშშ-ის ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, მათ შორის კონგრესის რესპუბლიკურ ნაწილთან.

"ვფიქრობ თუ ბატონი დონალდ ტრამპი პრეზიდენტი გახდება, ჩვენ ვიმუშავებთ. მე ამის არ მეშინია. ჯერ არ შეგვიძლია ტრამპის პრეზიდენტობის განხილვა, რადგან, მადლობა ღმერთს, აშშ-ში პრეზიდენტს ამერიკელი ხალხი ირჩევს, და სხვა ერებს ამაზე გავლენა არ აქვთ", - თქვა ზელენსკიმ.

მანვე აღნიშნა, რომ გასულ კვირას, ამერიკაში ვიზიტისას რესპუბლიკური პარტიიდან შტატების გუბერნატორებს შეხვდა.