ზელენსკი ტრამპს კიევში იწვევს

ზელენსკი ტრამპს კიევში იწვევს

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მტკიცებით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება 24 საათში შეუძლია.

დონალდ ტრამპს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უპასუხა. ზელენსკი მას კიევში იწვევს.

"დიახ, დონალდ ტრამპ, მე უკრაინაში, კიევში გეპატიჟებით. თუ თქვენ შეგიძლიათ ომის შეჩერება 24 საათში, ეს საკმარისია იმისთვის, რომ თქვენ ჩამოხვიდეთ კიევში ნებისმიერ დროს. მე აქ ვარ, თუმცა უცნაურია ტრამპის განცხადება, როგორ აპირებს კონფლიქტის ერთ დღეში დასრულებას, როცა მას უკრაინასთან საუბრისა და თანამშრომლობის ინტერესები არ აქვს.

ტრამპი სახიფათო პოლიტიკოსია, რომლის ჩარევაც ახლანდელ კონფლიქტში მხოლოდ რუსულ აგრესიას წაახალისებს. ტრამპი ყველაფერზე წამსვლელია იმისთვის, რომ საკუთარი იდეები განახორციელოს", - განაცხადა ზელენსკიმ.