
უკრაინა სექტემბერში კანადის დახმარების პაკეტიდან, რომლის ღირებულება 1 მილიარდ კანადურ დოლარს (700 მილიონ აშშ დოლარზე მეტი) აღემატება, დრონებს, საბრძოლო მასალასა და ჯავშანტექნიკას მიიღებს, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ კიევში, დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე.
მისი თქმით, დამატებით ათობით მილიონი დოლარი გამოიყოფა მედიცინის, თავშესაფრების, დემოკრატიის მხარდაჭერისა და კიბერთავდაცვისთვის. „პუტინის შეჩერება შესაძლებელია, რუსეთი სუსტდება და იზოლირდება, ჩვენი კავშირი კი უფრო მტკიცდება,“ – აღნიშნა კარნიმ.