დონალდ ტრამპი უკრაინელებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს: უკრაინელ ხალხს აქვს გაუტეხელი სული

უკრაინელ ხალხს აქვს გაუტეხელი სული, ხოლო თქვენი ქვეყნის სიმამაცე ბევრს შთააგონებს. ამ მნიშვნელოვან დღეს იცოდეთ, რომ აშშ პატივს სცემს თქვენს ბრძოლას, პატივს მიაგებს თქვენს მსხვერპლს და სჯერა თქვენი მომავლისა, როგორც დამოუკიდებელი ერისა. აშშ მხარს უჭერს დარეგულირების მოლაპარაკებებს, რომელთა შედეგი იქნება მყარი, გრძელვადიანი მშვიდობა, ბოლოს მოუღებს სისხლისღვრას და დაიცავს უკრაინის სუვერენიტეტსა და ღირსებას

დონალდ ტრამპმა უკრაინელებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. აშშ-ის პრეზიდენტის წერილს, რომელშიც დონალდ ტრამპი უკრაინელებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს, უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.