ნორვეგია უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მისაწოდებლად 700 მლნ დოლარს გამოყოფს

ნორვეგია უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემების მისაწოდებლად 700 მლნ დოლარს გამოყოფს

ნორვეგიის მთავრობამ უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდასაჭერად დაახლოებით 7 მილიარდი კრონა (დაახლოებით 695,7 მილიონი დოლარი) გამოყო, – ამის შესახებ ქვეყნის ოფიციალურ განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს.

სისტემები გერმანიიდან იქნება მიწოდებული. ნორვეგიის პრემიერ-მინისტრის, იონას გარის სთიორეს თქმით, „გერმანიასთან ერთად ახლა უზრუნველვყოფთ, რომ უკრაინამ ძლიერი საჰაერო თავდაცვის სისტემები მიიღოს. ჩვენი ქვეყნები მჭიდროდ თანამშრომლობენ, რათა მხარი დავუჭიროთ უკრაინას მისი ქვეყნისა და მოსახლეობის დაცვის ბრძოლაში რუსეთის საჰაერო თავდასხმებისგან.“

ნორვეგია და გერმანია აფინანსებენ ორი Patriot-ის სისტემისა და რაკეტების მიწოდებას. გარდა ამისა, ნორვეგია მონაწილეობს Hensoldt-ის რადარებისა და ნორვეგიულ კომპანია Kongsberg-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების შესყიდვაშიც.