ზელენსკი: შესაძლოა, პუტინის შემდეგ რუსეთი დარჩეს განადგურებული, მაგრამ არა უკრაინა

ზელენსკი: შესაძლოა, პუტინის შემდეგ რუსეთი დარჩეს განადგურებული, მაგრამ არა უკრაინა

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ოფიციალური კიევი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ხერსონის რეგიონის დატბორილი ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდეს.

მისივე თქმით, უკრაინა ასევე გააკეთებს მაქსიმუმს, რომ მომავალში ჰესი აღადგინოს, თუმცა ამაში მსოფლიოს დახმარებაც დასჭირდება. ზელენსკი ამბობს, რომ რუსეთმა კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქებისთვის პასუხი უნდა აგოს. ზელენსკი ამბობს, რომ ევაკუაცია ამ დრომდე გრძელდება.

"ყველგან, სადაც შეგვიძლია დატბორილი ზონიდან მოსახლეობის გამოყვანა, ამას ვაკეთებთ. რუსი ტერორისტები ამ დრომდე აგრძელებენ ხერსონის მიმართულებით სროლას, ცეცხლი გაუხსნეს საევაკუაციო პუნქტებსაც. უკვე რამდენიმე დღეა ადგილზე სრული კატასტროფა ხდება. მსოფლიოში ყველამ ნახა, რომ რუსეთს არაადამიანები ხელმძღვანელობენ.

პარტნიორებთან ერთად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მსოფლიომ დაამტკიცოს, რომ შეგვიძლია ასეთ კატასტროფებს გავუმკლავდეთ, გავუმკლავდეთ ასეთ ტერორისტებს. გვაქვს რესურსი, გვაქვს ფული - გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ადამიანები უზრუნველყოთ სასმელი წყლით, მიუხედავად კატასტროფისა. შეიძლება დისკომფორტი იყოს, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ. უნდა იყოს გასაგები ისიც, რომ ალტერნატივა არ არსებობს, გარდა მაქსიმალური აღდგენისა და ჰესის თავიდან აშენებისა. შესაძლოა, რუსეთი დარჩეს პუტინის შემდეგ განადგურებული, მაგრამ არა უკრაინა", - თქვა ზელენსკიმ.

***

რუსებმა უკრაინაში, ხერსონის ოლქში კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს.

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე ვიქტორია ლიტვინოვა აცხადებს, რომ კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგად დატბორილი დასახლებებიდან 40 000-მდე ადამიანის ევაკუაციაა საჭირო. მისი თქმით, ამ ადამიანთა უმეტესობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება.

გენერალური პროკურორის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ დატბორილ დასახლებებში ცხოვრება ამჟამად შეუძლებელია.

ამავე თემაზე: