უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში მოლდოვას პრეზიდენტ მაია სანდუსთან შეხვედრის შესახებ წერს და აღნიშნავს, რომ მათ რეგიონში არსებულ ვითარებაზე სიღრმისეული დიალოგი ჰქონდათ.
"მოხარული ვარ, მივესალმო მაია სანდუს - უკრაინის ნამდვილ მეგობარს. ჩვენ გვქონდა სიღრმისეული დიალოგი ჩვენს რეგიონში არსებულ ვითარებაზე. ჩვენი მეზობლები მძიმე და არასტაბილური ვითარების წინაშე დგანან და მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შეგვიძლია ამის მოგვარება. ეს მოიცავს ენერგეტიკულ სექტორს და ბევრ სოციალურ საკითხს, რომელსაც ჩვენი ერთობლივი მტერი იყენებს არა მხოლოდ მოლდოვას, არამედ მთელი ჩვენი რეგიონის ინტერესების წინააღმდეგ. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ერთად, მხარი დავუჭიროთ ერთმანეთს და მივიღოთ ერთობლივი გადაწყვეტილებები, რომლებიც ადამიანებს დაეხმარებ", - წერს ზელენსკი.
სანდუ კიევში დღეს ჩავიდა.