
რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს მხოლოდ ერთი მიზეზის გამო აჭიანურებს - მას აქვს ომის გასაგრძელებლად საჭირო ფული. ყველა სანქცია, რომელიც რუსეთს ზღუდავს, მშვიდობის დამყარებას უწყობს ხელს. ყველა იარაღი, რომელიც უკრაინას აძლიერებს, მშვიდობის დამყარებას უწყობს ხელს. ყველა პოლიტიკური ქმედება, რომელიც რუსეთს იზოლირებას ახდენს, მშვიდობის დამყარებას უწყობს ხელს.
მადლობელი ვარ პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევისა ომის დასრულებასთან დაკავშირებით და შეერთებული შტატების მხრიდან შესაბამისი ზეწოლისა. რუსეთში განწყობის ცვლილება უკვე იგრძნობა და ახალი გადამწყვეტი ნაბიჯები, ახალი მკაცრი სანქციები რუსებს მშვიდობისკენ უბიძგებს.
მადლობას ვუხდი ყველას ევროპაში და მთელ მსოფლიოში, ვინც აშშ-სთან ერთად, მხარს უჭერს უკრაინას, აძლიერებს ჩვენს საჰაერო თავდაცვას, ჩვენს ფრონტის ხაზს და მშვიდობის სახელით გაწეულ ყველა ძალისხმევას.
წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.