
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით თურქეთში ჩასული რუსული დელეგაცია "დეკორატიული უფრო ჩანს, ვიდრე არსებითი".
იგი ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს აღნიშნულის დელეგაციის უფლებამოსილებას, რადგანაც, როგორც ზელენსკი ამბობს "კარგად არის ცნობილი, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს რუსეთში."
მისი განცხადებით, უკრაინული მხარე მომდევნო გადაწყვეტილებებს თურქეთის ლიდერ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან მოლაპარაკებების შემდეგ მიიღებს.
"პირდაპირი მოლაპარაკებების სიგნალები არსებობდა, რაზეც მზაობა უკრაინამ დღეს ანკარაში დაადასტურა. ჩვენი დელეგაცია უმაღლესი დონისაა, მათ შორის არიან საგარეო საქმეთა სამინისტროს, ჩემი ოფისის, სამხედრო და დაზვერვის წარმომადგენლები, რათა მივიღოთ გადაწყვეტილებები, რომლებიც სამართლიან მშვიდობას დაამყარებს.
რაც შეეხება შეხვედრის მაღალი დონის ხასიათს, ჩვენ დავიწყებთ დისკუსიებს პრეზიდენტ ერდოღანთან და თურქეთის დელეგაციასთან სრული შემადგენლობით. ჩვენ კონტაქტზე ვართ ამერიკულ მხარესთან და მე მჯერა, რომ ისინიც მაღალ დონეზე იქნებიან წარმოდგენილნი თურქეთში.
რუსეთის დელეგაციის დონე ჩემთვის ოფიციალურად უცნობია, მაგრამ რასაც ვხედავთ, ის უფრო დეკორატიული ჩანს, ვიდრე არსებითი. ჩვენს შემდეგ ნაბიჯებს პრეზიდენტ ერდოღანთან მოლაპარაკებების შემდეგ გადავწყვეტთ. უნდა გვესმოდეს რუსული დელეგაციის დონე, მათი მანდატი და აქვთ თუ არა მათ უფლებამოსილება, დამოუკიდებლად დაეთანხმონ რამეს. კარგად არის ცნობილი, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს რუსეთში", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
14 მაისს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სტამბოლში არ ჩავა. დელეგაციას უხელმძღვანელებს მისი თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი.
კრემლის მიხედვით, რუსეთის დელეგაციას ასევე წარმოადგენენ: