
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთიდან უკრაინელი სამხედრო ტყვეების გათავისუფლების მესამე ეტაპი ხვალ, 25 მაისს შედგება.
"ხვალ მესამე ეტაპია. ამ დღეებში ჩვენი ათასი ადამიანი უნდა გავათავისუფლოთ", - თქვა მან.
ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, დღეს უკრაინაში 307 მებრძოლი დაბრუნდა, ძირითადად რიგითები და სერჟანტები.
"ჩვენი კიდევ 307 ჯარისკაცი დაბრუნდა სახლში - რიგითები და სერჟანტები. მათი უმეტესობა უკრაინის შეიარაღებული ძალებიდან, ეროვნული გვარდიიდან და სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურიდანაა. ამ მათგან 273, დონეცკის ოლქში აიყვანეს ტყვედ, დიდი რაოდენობა კი 2022 წელს ხერსონის, ზაპოროჟიეს, ხარკოვისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორიებიდან.
სტამბულში რუსულ-უკრაინული მხარეების შეთანხმების ფარგლებში, ზელენსკის თქმით, საერთო ჯამში, 697 უკრაინელი გათავისუფლდა.