ზელენსკი: რუსეთი კურსკში ჩვენი პოზიციების უკან დახევას ცდილობდა - ხაზებს ვინარჩუნებთ

ზელენსკი: რუსეთი კურსკში ჩვენი პოზიციების უკან დახევას ცდილობდა - ხაზებს ვინარჩუნებთ

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსები კურსკის ოლქში უკრაინული პოზიციების უკან დახევას, მაგრამ თავდაცვის ძალები გარკვეულ ხაზებს ინარჩუნებენ.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ის უკვე კიევშია და ფრონტზე არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით შეიარაღებული ძალების მეთაურს, ალექსანდრ სირსკის ესაუბრა.

"პოკროვის მიმართულება - ყოჩაღ ჯარისკაცებს. თითოეული სამხედრო, სერჟანტი, ოფიცერი, რომელიც ჩვენი პოზიციების დაცვას ემსახურება - ყოჩაღ. მთლიანობაში დონეტსკის და ზაპოროჟიეს მიმართულებებზე საკმაოდ მძიმე პირობებია, მტრის ხისტი მოქმედებები. მაგრამ ჩვენი ქვედანაყოფების სიმტკიცე გადამწყვეტია. ყველაფერი სწორედ ჩვენ სიმტკიცეზეა დამოკიდებული. რაც შეეხება კურსკის ოლქს - რუსეთს ჰქონდა მცდელობები ჩვენი პოზიციები უკან გაეწიათ, მაგრამ ჩვენ გარკვეულ ხაზებს ვიჭერთ", - თქვა ზელენსკიმ.