ზელენსკი: ყველაფერს ვაკეთებთ, რომ უკრაინამ მეტი შეძლოს თავისი ტერიტორიის გასათავისუფლებლად

ჩვენ ვმუშაობთ იმისთვის, რომ მივიღოთ ყველა სახის შეიარაღება, ეს მოიცავს F-16-ებს. ვამზადებთ პილოტებს და ინფრასტრუქტურას. ეს ასევე მოიცავს შორი მოქმედების იარაღს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უკრაინამ მეტი შეძლოს თავისი ტერიტორიის გასათავისუფლებლად. იგივე ეხება საჰაერო თავდაცვას. ჩვენი ქვეყნის მთელი ტერიტორიის დასაფარად, ჩვენ გვჭირდება მეტი სისტემა. ჩვენ სამაგიეროს გადავუხდით რუსეთს ჩვენი ქალაქებისა და სოფლების, ყოველი უკრაინული დასახლების წინააღმდეგ ყოველი დარტყმისთვის. მადლობას ვუხდი ყველას მსოფლიოში, ვინც გვეხმარება უკრაინის დაცვაში.

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.