ზელენსკი: ყოველ საათს ვიყენებთ, რომ ჩვენს ხალხს მეტი შესაძლებლობა, დაცვა და ძალა მივცეთ

ინაუგურაციის ცერემონიაზე უნგრეთის პრემიერმინისტრ ორბანს ვესაუბრე. ეს იყო ძალიან პირდაპირი საუბარი, ფოკუსირებული ჩვენს ევროპულ საკითხებზე. ასევე, ვესაუბრე საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონს და ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს. ვილაპარაკეთ ერთობლივ მუშაობაზე ევროკავშირის დონეზე და ევროპის ერთობლივ დაცვაზე. მათი მხარდაჭერის მადლობელი ვარ. ხვალ და ზეგ ჩემს გუნდთან ერთად ვაშინგტონში ვიქნები. დაგეგმილი გვაქვს შეხვედრები და მოლაპარაკებები პრეზიდენტ ბაიდენთან კონგრესში. მნიშვნელოვანი საკითხები ყოველდღე. ყოველ საათს ვიყენებთ იმისთვის, რომ მეტი მივცეთ უკრაინას და ჩვენ ხალხს მეტი შესაძლებლობა, მეტი დაცვა, მეტი ძალა.

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.