უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიზანი არა ცალკეული ტერიტორიების ოკუპაცია, არამედ უკრაინის განადგურებაა.
ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ ტელეარხ Rai 1-თან ინტერვიუში განაცხადა.
"არ მგონია, მისი [პუტინის] სამიზნე რაიმე ტერიტორია იყოს. სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმები, მოსახლეობის დაშინება, პუტინის გარემოცვის საჯარო განცხადებები მედიაში - ყველა გზავნილი მიუთითებს იმაზე, რომ მათ [რუსებს] ჯერ არ დაუსრულებიათ თავიანთი "მისია".
პუტინის მიზანი არა ცალკეული ტერიტორიების ოკუპაცია, არამედ უკრაინის განადგურებაა. მას არ აინტერესებს არც ერთი ტერიტორია - ქალაქი ან სოფელი, ყირიმი თუ დონბასი. ის დაინტერესებულია უკრაინის სრული განადგურებით", - ამბობს ზელენსკი.