ის რაც მოხდა გუშინ მოსკოვში, აშკარაა, რომ პუტინი და სხვა ნაძირალები ცდილობენ სხვას დააბრალონ. მათ ყოველთვის ერთნაირი მეთოდები აქვთ. ეს უკვე იყო. აფეთქებული სახლებიც იყო, დახვრეტაც იყო, აფეთქებებიც იყო. და ყოველთვის სხვას აბრალებენ. ისინი მოვიდნენ უკრაინაში, წვავენ ჩვენს ქალაქებს - და ჩვენვე გვაბრალებენ. ისინი აწამებენ, აუპატიურებენ ჩვენ ხალხს და მათვე აბრალებენ.
მათ შემოგვისიეს ასობით ათასი თავიანთი ტერორისტი, გვეომებიან და არ აინტერესებთ თუ რა ხდება მათი ქვეყნის შიგნით. გუშინ, როცა ეს ყველაფერი მოხდა, ეს არარაობა პუტინი, ნაცვლად იმისა, რომ გამოსულიყო და საკუთარი მოქალაქეებისთვის მიემართა და მიეხედა, 24 საათი ჩუმად იყო - ფიქრობდა, როგორ დაებრალებინა ეს უკრაინისთვის. ყველაფერი ძალიან პროგნოზირებადია.
ის ასობით ათასი რუსი, რომელიც უკრაინულ მიწაზე კვდება, სავსებით საკმარისი იქნებოდა, იმისთვის რომ ნებისმიერი ტერორისტები შეეჩერებინათ. თუ რუსები მზად არიან ჩუმად მოკვდნენ და კითხვები არ დაუსვან თავიანთ სპეცსამსახურებს, მაშინ პუტინი კიდევ არაერთხელ ეცდება მსგავსი სიტუაციები საკუთარი ძალაუფლების სასიკეთოდ შემოაბრუნოს.
განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.
*გუშინ, მოსკოვში, Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში, სადაც ჯგუფ "პიკნიკის" კონცერტი უნდა გამართულიყო, უცნობმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. შედეგად, 100-ზე მეტი ადამიანი დაშავდა. ბოლო მონაცემებით დაღუპულია 133 ადამიანი.
რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი მომხდარში უკრაინას ადანაშაულებს.