უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს პოლონეთში პირველ ლედისთან ერთად ჩავიდა.
"მომავალში ჩვენს ხალხს შორის არ იქნება საზღვრები: პოლიტიკური, ეკონომიკური და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - ისტორიული. მაგრამ ამისთვის ჯერ კიდევ გვჭირდება გამარჯვება. ამისთვის ცოტა მეტად გვერდიგვერდ უნდა ვიაროთ", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ეს ზელენსკის რიგით მესამე გასვლაა საზღვარგარეთ და პირველი დაანონსებული ვიზიტია.
პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიის ინფორმაციით, პრეზიდენტ ანდჟეი დუდასთან ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, ლიდერები საპრეზიდენტო სასახლეში მოლაპარაკებებს გამართავენ. ამის შემდეგ, მოლაპარაკებები იქნება დელეგაციებს შორის. ანდჟეი დუდასა და ვლადიმირ ზელენსკის ერთობლივი გამოსვლა ადგილობრივი დროით 18:00 საათზეა დაგეგმილი.