ზელენსკი: ნოემბერი მნიშვნელოვანი იქნება, ვემზადებით უკრაინაში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის

ჩვენ უკვე ვემზადებით ნოემბრის პირველ კვირებში დაგეგმილი მნიშვნელოვანი ნაბიჯებისთვის. ზოგადად, ნოემბერი და დეკემბერი უკრაინისთვის მნიშვნელოვანი იქნება. ეს მოიცავს თავდაცვის ახალ პაკეტებს და ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობის განვითარებას. ჩვენ ასევე ვემზადებით უკრაინაში დაგეგმილი საერთაშორისო ღონისძიებებისთვის. პარტნიორებთან ჩვენი მუშაობის აქტივობა უცვლელი იქნება.

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.