ზელენსკი: მტრის ტერიტორიაზე აქტიურ ოპერაციებს ვაგრძელებთ

ზელენსკი: მტრის ტერიტორიაზე აქტიურ ოპერაციებს ვაგრძელებთ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ოფიციალურად დაადასტურა, რომ უკრაინელი სამხედროები რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქში იმყოფებიან.

„მთავარსარდალმა ალექსანდრ სირსკიმ ცალკე წარმომიდგინა მოხსენება: ფრონტი, ჩვენი ყოფნა კურსკის ოლქში და ჩვენი ყოფნა ბელგოროდის ოლქში. ვაგრძელებთ აქტიურ ოპერაციებს მტრის ტერიტორიაზე სასაზღვრო რაიონებში და ეს აბსოლუტურად სამართლიანია - ომი უნდა დაბრუნდეს იქ, საიდანაც მოვიდა“, - თქვა ზელენსკიმ.

უკრიანული მედიის ცნობით, ეს არის უმაღლესი დონის პირველი საჯარო დადასტურება ბელგოროდის ოლქში უკრიანული სამხედრო შენაერთების არსებობის შესახებ.