ზელენსკი: მოვამზადებთ ობიექტების სიას, თუ რუსეთი მათ თავს არ დაესხმება, ჩვენც არ დავარტყამთ

ზელენსკი: მოვამზადებთ ობიექტების სიას, თუ რუსეთი მათ თავს არ დაესხმება, ჩვენც არ დავარტყამთ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბთან ერთად ჰელსინკიში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინა მოამზადებს და პარტნიორებს გადასცემს ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და სამოქალაქო ობიექტების სიას, რომლებზეც რუსეთმა თავდასხმა უნდა შეწყვიტოს.

ზელენსკის თქმით, თუ რუსეთი აღნიშნულ ობიექტებზე შეტევას შეწყვეტს, უკრაინა აღარ დაარტყამს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორს.

"პუტინის მხოლოდ სიტყვები და დაპირებები, რომ ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმებს შეწყვეტს საკმარისი არ არის. რატომ? რადგან ამ ომმა ჩვენ ძალიან პრაქტიკულ ადამიანებად ჩამოგვაყალიბა.

ამის მაგალითია რუსების მხრიდან გუშინდელი თავდასხმა. პუტინმა განაცხადა, რომ ენერგეტიკულ ობიექტებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმები შეწყდებოდა, ამის შემდეგ იყო 145 თავდასხმის დრონი, 4 S-300 რაკეტა, 2 ბალისტიკური რაკეტა ისკანდერი. დარტყმები მოხდა რკინიგზაზე, სასოფლო-სამეურნეო საწარმოებზე, დაზიანდა 21 მშვიდობიანი მოსახლეობის სახლი. სიტყვები არ არის საკმარისი", - თქვა ზელენსკიმ.