უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მიკოლაევში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
"ოდესის ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული ჯარების მეთაურმა, ანდრეი გნატოვმა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზე ისაუბრა.
ამასთან, რეგიონის ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებმა მიკოლაევის ოლქის ტერიტორიაზე არსებული ვითარების შესახებ [პრეზიდენტს] ინფორმაცია მიაწოდეს", - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახური.
პრესსამსახურის ცნობით, ზელენსკიმ მიკოლაევში ვიზიტის დროს სამხედრო ჰოსპიტალიც მოინახულა, სადაც დაჭრილი ჯარისკაცები მკურნალობენ.