
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისთვის რთულია უპასუხოს ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს, წინადადებას შეხვედრის შესახებ, "რადგან ის არის ადამიანი, რომელიც საკუთარ სამყაროში ცხოვრობს".
"გულწრფელად რომ ვთქვათ, მიჭირს რეაგირება იმაზე, რასაც ლუკაშენკო ამბობს. ის საკუთარ სამყაროში ცხოვრობს — მან ააშენა ის, მოახდინა საკუთარი თავის იზოლირება და სამი ათწლეულის მანძილზე იქ ცხოვრობს.
ზოგჯერ, პუტინი აკითხავს მას ამ სამყაროში. ისინი რაღაცაზე საუბრობენ — ორი მოხუცი. ამიტომ, რთულია რაიმე კომენტარის გაკეთება", - თქვა მან.
ზელენსკიმ ასევე მოუწოდა ლუკაშენკოს, გაიხსენოს, რომ ბელარუსი, დამოუკიდებელი სახელმწიფოა და არა მისი პირადი საკუთრება.
27 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ, განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, მას სურს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან უკრაინაში ომის დასრულების შესახებ საკითხები განიხილოს.
ლუკაშენკომ თქვა, რომ ზელენსკიმ „მხოლოდ ლაპარაკი კი არ უნდა დაიწყოს, არამედ, ომის დასრულებასთან დაკავშირებით, მისთვის ხელსაყრელ პირობებს უნდა დათანხმდეს."