სააპელაციომ, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე, სააკაშვილისა და ჯანაშიას განაჩენი უცვლელი დატოვა

სააპელაციომ, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე, სააკაშვილისა და ჯანაშიას განაჩენი უცვლელი დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე, სადაც ბრალდებულებად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი, თეიმურაზ ჯანაშია ფიგურირებენ.

სააპელაციო პალატამ უცვლელად დატოვა სააკაშვილისთვის განსაზღვრული 9-წლიანი პატიმრობა, ხოლო ჯანაშიასთვის – 300 ათას ლარიანი ჯარიმა.

გამოძიების ვერსიით, ორივე მათგანი 9 მილიონი ლარის საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაშია დადანაშაულებული.