ყირიმში, ფეოდოსიაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაში ძლიერი ხანძარია

ყირიმში, ფეოდოსიაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელი ქარხანაში ძლიერი ხანძარია

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმის ქალაქ ფეოდოსიაში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

რუსული მედიის, ASTRA-ს ინფორმაციით, ინციდენტი დაადასტურა ყირიმში რუსეთის მიერ დანიშნული ხელისუფლების მრჩეველმა, ოლეგ კრიუჩკოვმა. მან განაცხადა, რომ ხანძარი შედუღებისას უსაფრთხოების წესების დარღვევამ გამოიწვია.

თუმცა, ირკვევა, რომ ხანძრამდე ცოტა ხნით ადრე, რუსმა ოფიციალურმა პირებმა ყირიმის მასშტაბით საჰაერო განგაში გამოაცხადეს და გაურკვეველი დრონების შესახებ აფრთხილებდნენ მოსახლებას.

ამასთან ერთად, დროებით შეჩერდა საზღვაო მიმოსვლა და ქერჩის ხიდზე გადაადგილება.

ფეოდოსიის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და ნავთობის საწყობი გადამწყვეტ როლს ასრულებს როგორც რუსეთის სამხედრო ძალების, ასევე ყირიმში სამოქალაქო ინფრასტრუქტურის საწვავით მომარაგებაში.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან მოყოლებული, ეს ობიექტი არაერთხელ გამხდარა საჰაერო თავდასხმების სამიზნე.