
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტ სირილ რამაფოსასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ლონდონში გუშინდელ გამართულ მოლაპარაკებებზე ისაუბრა, სადაც შეერთებული შტატების, უკრაინისა და ევროპის წარმომადგენლების მონაწილეობდნენ.
ზელენსკის თქმით, ლონდონში შემუშავებული დოკუმენტი, ახლა, სავარაუდოდ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მაგიდაზეა.
"ამერიკის შეერთებული შტატების წინადადების შემდეგ, სხვა დოკუმენტები გამოჩნდა და მე მჯერა, რომ დღეს ეს ფორმატი, ეს დოკუმენტი პრეზიდენტ ტრამპის მაგიდაზე", - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ცეცხლის სრული შეწყვეტის გარეშე წითელ ხაზებზე ლაპარაკს აზრი არ აქვს.
"რაც ეწინააღმდეგება ჩვენს ღირებულებებსა ან ჩვენს კონსტიტუციას, არ შეიძლება შევიდეს რაიმე შეთანხმებაში", - თქვა ზელენსკიმ.
ამრიგად, მან გაიმეორა თავისი პოზიცია, რომ კიევი არ ცნობს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას.