ზელენსკი ლიეტუვის პრეზიდენტსა და პოლონეთის პრემიერმინისტრს ტელეფონით ესაუბრა

ზელენსკი ლიეტუვის პრეზიდენტსა და პოლონეთის პრემიერმინისტრს ტელეფონით ესაუბრა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედასა და პოლონეთის პრემიერმინისტრ დონალდ ტუსკს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაცია ზელენსკიმ X-ზე გაავრცელა.

ზელენსკიმ ლიეტუვის პრეზიდენტთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინისა და მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ასევე, უკრაინის პრეზიდენტმა ნაუსედას აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის საუბრის დეტალები გააცნო.

"ჩვენ განვიხილეთ უკრაინის მთავარ მოკავშირეებს შორის კოორდინაციის მცდელობები. მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ უკრაინისა და მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ ევროპა იყოს სრულფასოვანი მონაწილე ნებისმიერი მოლაპარაკების ომის დასრულების მიზნით.

მე ასევე გავუზიარე პრეზიდენტ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ჩემი ბოლო კონტაქტების დეტალები, ასევე მომავალი დაგეგმილი ჩართულობები.

უსაფრთხოების ძლიერი გარანტიების გარეშე ცეცხლის შეწყვეტა უკრაინას არ მოუტანს ხანგრძლივ და სამართლიან მშვიდობას. მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ შეერთებული შტატები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფის მთავარი მონაწილე უნდა იყოს", - წერს ზელენსკი ნაუსედასთან საუბრის დეტალებთან დაკავშირებით.

ამასთან, ზელენსკიმ პოლონეთის პრემიერმინისტრთან საუბრის დეტალებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსოფლიო ლიდერები პუტინის სიტყვებს ომის დასრულების მზადყოფნის შესახევ არ უნდა ენდონ.

"მე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ უკრაინამ უნდა აწარმოოს მოლაპარაკება ძლიერი პოზიციიდან, ძლიერი და საიმედო უსაფრთხოების გარანტიებით და რომ NATO-ში გაწევრიანება ეკონომიკურად ყველაზე მომგებიანი იქნება პარტნიორებისთვის. კიდევ ერთი მთავარი გარანტია არის სერიოზული ინვესტიცია უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში.

მე ასევე გავაფრთხილე მსოფლიო ლიდერები, არ ენდონ პუტინის სიტყვებს ომის დასრულებისთვის მზადყოფნის შესახებ", - წერს უკრაინის პრეზიდენტი დონალდ ტუსკისთან საუბრის შემდეგ.