გერმანიის თავდაცვის მინისტრი: უკრაინას Patriot-ის 2 საჰაერო თავდაცვის სისტემას გადავცემთ

გერმანიის თავდაცვის მინისტრი: უკრაინას Patriot-ის 2 საჰაერო თავდაცვის სისტემას გადავცემთ

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ ბერლინი უკრაინას Patriot-ის 2 საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს.

მისივე თქმით, პირველი გამშვები დანადგარები უკვე უკრაინაშია.

პისტორიუსმა ასევე დასძინა, რომ აღნიშნულთან ერთად, გერმანია უკრაინის იარაღის სისტემებისა და საბრძოლო მასალებით მომარაგებას აგრძელებს.

მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა ნორვეგიას იმისთვის, რომ „კეთილსინდისიერად დათანხმდა Patriot-ის ამ 2 სისტემის ღირებულების ნახევრის დაფარვაზე“.

„ჩვენს ამერიკელ მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ შესაძლებელს ვხდით Patriot-ის სისტემების სწრაფ ჩანაცვლებას“, — დასძინა მან.