
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თავდაცვის ყოფილი მინისტრი სებასტიან ლეკორნუ ქვეყნის პრემიერმინისტრად დანიშნა.
ელისეს სასახლის მიერ სამშაბათს საღამოს გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, მაკრონმა ლეკორნიუს დაავალა „პარლამენტში წარმოდგენილ პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციების გამართვა, რათა მიღებულ იქნეს ბიუჯეტი და შეიქმნას შეთანხმებები, რომლებიც აუცილებელია მომავალ თვეებში გადაწყვეტილებების მისაღებად“.
ლეკორნუ ამ თანამდებობაზე ჯერ კიდევ შარშან განიხილებოდა და ის შეცვლის ფრანსუა ბარუს, რომელიც ორშაბათს პარლამენტში უნდობლობის გამოცხადების შემდეგ გადადგა.
სებასტიენ ლეკორნუმ უახლოეს დღეებში თავისი კაბინეტი უნდა შეარჩიოს. ლეკორნიუსა და ბაირუს შორის თანამდებობის გადაბარება ხვალ, შუადღისას, პარიზში გაიმართება, ნათქვამია უკვე ყოფილი პრემიერმინისტრის გუნდის განცხადებაში.