საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში, ტყვარჩელში 4.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა.

ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

კერძოდ, ბიძგები ტყვარჩელიდან 8 კილომეტრის დაშორებით, სოფელ აძხიდასთან დაფიქსირდა.