ფიშერი: ევროპის საკითხებში მინისტრმა საქართველოსთან დაკავშირებით დიდი შეშფოთება გამოხატა

ფიშერი: ევროპის საკითხებში მინისტრმა საქართველოსთან დაკავშირებით დიდი შეშფოთება გამოხატა

საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებით, ევროპის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო მინისტრმა, გიუნტერ კრიხბაუმმა საქართველოსთან დაკავშირებით დიდი შეშფოთება გამოხატა.

მისი თქმით, გერმანიის მთავრობა მას ელჩის რანგში სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

"კარგი საუბარი მქონდა გერმანიის ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან, გიუნტერ კრიხბაუმთან. დიდი შეშფოთება გამოხატა საქართველოს მიმართ. გერმანიის მთავრობა სრულ მხარდაჭერას მიცხადებს ელჩის რანგში. რა თქმა უნდა, გერმანია უარყოფს პოლიტიკურ ძალადობას. ეს საჯაროდ განვაცხადე საქართველოში. საპირისპიროს მტკიცება სიმართლეს არ შეესაბამება, არ არის სიმართლე", - წერს ის X-ზე.