ზელენსკი კახოვკას ჰესის აფეთქების შედეგად დაზარალებულ ხერსონში ჩავიდა

ზელენსკი კახოვკას ჰესის აფეთქების შედეგად დაზარალებულ ხერსონში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ ოლქში, ხერსონში ჩავიდა.

"სამუშაო ვიზიტი ხერსონის ოლქში. საკოორდინაციო თათბირი კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქების შედეგების ლიკვიდაციასთან დაკავშირებით.

ბევრი მნიშვნელოვანი საკითხია: კატასტროფის შედეგად ოლქში შექმნილი ოპერატიული მდგომარეობა, დატბორვის პოტენციური ზონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია, კაშხლის აფეთქების შედეგად გამოწვეული საგანგებო სიტუაციის ლიკვიდაცია, დატბორილი ტერიტორიების სასიცოცხლო უზრუნველყოფის ორგანიზება. ასევე, რეგიონის ეკოსისტემის აღდგენის პერსპექტივები და ტექნოგენური კატასტროფის ზონაში ოპერატიული სამხედრო ვითარება", - წერს ზელენსკი.

***

რუსებმა უკრაინაში, ხერსონის ოლქში კახოვსკას ჰიდროელექტროსადგური ააფეთქეს.

უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილე ვიქტორია ლიტვინოვა აცხადებს, რომ კახოვკას ჰესის კაშხლის აფეთქების შედეგად დატბორილი დასახლებებიდან 40 000-მდე ადამიანის ევაკუაციაა საჭირო. მისი თქმით, ამ ადამიანთა უმეტესობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება.

გენერალური პროკურორის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ დატბორილ დასახლებებში ცხოვრება ამჟამად შეუძლებელია.

ამავე თემაზე: