
თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორი, კონსტანტინე თოფურია სამთავობო მედიების მიერ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უნივერსიტეტზე მიმართულ პროპაგანდას ეხმაურება.
იგი აცხადებს, რომ აღნიშნული მედიების მიერ უნივერსიტეტის მიმართ გავრცელებული ბრალდებები მცდარი და აბსურდულია.
მისი თქმით, საქართველოს უნივერსიტეტის საქმიანობა და სასწავლო პროცესი სრულიად გამჭვირვალეა და პროპაგანდის პასუხად დაამატა, რომ უნივერსიტეტი წლებია საზღვარგარეთიდან გრანტებს აღარ იღებს.
თოფურია სამთავრობო მედიას მოუწოდებს, შეწყვიტონ სიცრუის გავრცელება და "ახალგაზრდების მომავლის დისკრედიტაცია."
"ბოლო ხანებია, პროპაგანდისტული მედიასაშუალებების მიერ მიმდინარეობს ცილისმწამებლური კამპანია. მე არ ვაპირებდი რაიმე რეაგირებას. საზოგადოებისთვის, მგონი ისედაც ყველაფერი ცხადია, მაგრამ ვინაიდან არ დასრულდა უწყებისვე ეს ნიაღვარი და ეს უკვე შეეხო კონკრეტულ პიროვნებებს, ჩავთვალე საჭიროდ, რომ გარკვეული კომენტარი გავაკეთო.
გარწმუნეთ, რომ ჩვენ წინააღმდეგ გავრცელებული ბრალდებები სრული სიცრუე და გაუგონარი აბსურდია. პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, არ არსებობს არც ერთი ფაქტი, დოკუმენტი ან მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს ამ აბსურდულ ბრალდებებს. საქართველოს უნივერსიტეტში არ ფუნქციონირებს არც ერთი ცენტრი, არ ტარდება არც ერთი ლექცია, არ იმართება არც ერთი ღონისძიება, რომელიც რაიმე ფორმით ემსახურება პროპაგანდას, ან პოლიტიკური ზეგავლენის გავრცელებას.
ტყუილია, თითქოს საქართველოს უნივერსიტეტი რაიმე ფორმით აქციებს აფინანსებს. ტყუილია, რომ უნივერსიტეტი არღვევს ფარას კანონოს. ჩვენ რამდენიმე წელია არ მიგვიღია ამნაირი გრანტი და უარი ვთქვით უკვე დამტკიცებულ დაფინანსებებზე. ტყულია, რომ უნივერსიტეტში არასრულწლოვნებს ტერორისტებად ზრდიან - ეს საერთოდ სასაცილოა. ტყულია უნივერსიტეტში რაიმე კონსპირაციული ცენტრის ან ორგანიზაციის არსებობა.
სიმართლე არის ის, რომ საქართველოს უნივერსიტეტი Nature Index-ის მიერ აღიარებულია წამყვან უნივერსიტეტად რეგიონში. სიმართლეა, რომ ყველაფერს გამჭვირვალედ ვაკეთებთ - ფინანსებით დაწყებული, საგანმანათლებლო პროცესით დამთავრებული. ინფორმაცია ყველა სასწავლო კურსზე, სილაბუსზე, ლექტორებზე ვებგვერდზე საჯაროდ ხელმისაწვდომია და სასწავლო პროცესის ამსახველი ათასობით სურათი ასევე ხელმისაწვდომია ვებგვერდზე. სიმართლეა, რომ ვართ ლიბერალური, ჰუმანური და ეროვნული ღირებულებების გამავრცელებელი და ვაგრძელებთ ილია ჭავჭავაძის გზას. სიმართლეა, რომ ჩვენ ვდგავართ საქართველოს ინტერესების, თავისუფლების და დემოკრატიის სადარაჯოზე და პირნათლად ვასრულებთ იმ მისიას, რაც ქართულ უნივერსიტეტს განუსაზღვრა მისმა დამაარსებელმა, ივანე ჯავახიშვილმა.
ჩვენი უნივერსიტეტი წლების განმავლობაში კეთილსინდისიერად და კანონიერად ემსახურება ერთადერთ მიზანს, ჩვენი ქვეყნისთვის პროფესიონალი და განათლებული, მორალური ღირებულებების მატარებელი თაობის აღზრდას. როგორც უნივერსიტეტის რექტორი, სრული პასუხისმგებლობიოთ ვაცხადებ, საქართველოს უნივერსიტეტი წარმოადგენს თავისუფალი აზროვნების, აკადემიური თავისუფლების და ხარისხიანი განათლების სივრცეს.
ჩვენ არ დავუშვებთ, რომ მატყუარა მედიამ და არაკეთილსინდისიერმა პოილიტიკურმა ჯგუფებმა ჩირქი მოსცხონ იმ ღირებულებებს, რასაც ადმინისტრაცია, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ყოველდღიურად ემსახურებიან. სამთავრობო მედიას მოგიწოდებთ - შეწყვიტეთ სირცუის ტირაჟირება, დაიცავით პროფესიული ეთიკა, გამოიჩინეთ ელემანტარული თავმოყვარეობა, ნუ იქნებით ბოროტი პოლიტიკური თამაშების იარაღი და ნუ ახდენთ ახალგაზრდების მომავლის დისკრედიტაციას. ჩვენ არ მოგცემთ ამის საშუალებას, ყველგან გამხელთ - ჩვენი სიმართლე გაცილებით ძლიერია", - განაცხადა თავისუფალი უნივერსიტეტის რექტორმა.
ცნობისთვის, სამთავრობო პროპაგანდა უკვე რამდენიმე დღეა საქართველოს უნივერსიტეტს "სააკაშვილის დედის უნივერსიტეტად" მოიხსენიებს.
ასევე მათ ეთერში გაჟღერდა ბრალდებები, რომლებიც უნივერსიტეტს რევოლუციური გეგმებისა და ტერორიზმის წახალსებაში ადანაშაულებს.