უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამშტაინის ფორმატში, უკრაინის თავდაცვის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრის მონაწილეებს დისტანციურად მიმართა.
მისი თქმით, გადაუდებელ საჭიროებას დღეს უკრაინელი მებრძოლებისთვის Patriot-ის სისტემები წარმოადგენს.
"წელს რუსულმა თვითმფრინავებმა უკვე გამოიყენეს 9 000 მართვადი რაკეტა უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ გვჭირდება შესაძლებლობები, რომ მათი საბრძოლო ხომალდები ჩამოვაგდოთ, რომ არ მოუახლოვდნენ ჩვენს პოზიციებს და საზღვრებს. ეს შესაძლებელია, ისევე, როგორც შესაძლებელია ჩვენი ქალაქების დაცვა რუსული რაკეტებისგან.
ყველაზე მეტად გვჭირდება Patriot-ის სისტემები და მათთვის განკუთვნილი რაკეტები. ჩვენმა ჯარისკაცებმა იციან, როგორ გაიმარჯვონ, მაგრამ მათ სჭირდებათ თქვენი დროული დახმარება", - განაცხადა ზელენსკიმ.