ზელენსკი: დარწმუნებული ვარ, უკრაინა ამ ომში თავს დაიცავს და ყველაფერს დაიბრუნებს

უკრაინა ერთ-ერთია იმ სახელმწიფოდან, რომელმაც ბრძოლა და გამარჯვება იცის. უკრაინა თავისუფალი და ძლიერი სამყაროს ნაწილი უნდა იყოს. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინა ამ ომში თავს დაიცავს და დაიბრუნებს ყველაფერს, რასაც ოკუპანტები დროებით აკონტროლებენ.

განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.