თქვენი თანამშრომლობის დახმარებით, მილიონობით ადამიანს უკრაინაში და რუსეთის მეზობელ ქვეყნებში სჯერათ, რომ სამშბლო პუტინის უკანა ეზო არ გახდება. ჩვენ ამ გზას ორი წლის წინ დავადექით და არ ვიცოდით, წინ რა გვქონდა, მაგრამ ახლა შეგვიძლია ნათლად ვთქვათ, რომ ჩვენი ლიდერობა საკმარისია უსაფრთხოების აღსადგენად. როდესაც მსოფლიოს წამყვანი დემოკრატიული ქვეყნები შემართებით არიან სავსე, ეს შემართება ლახავს ყველა სირთულეს.
ჩვენ უკვე ბევრს მივაღწიეთ. მსოფლიო გრძნობს, რომ პუტინმა ეს ომი, შესაძლოა, წააგოს და როცა ეს მოხდება, ეს ნიშნავს, რომ მოიგებს არა ვინმე კონკრეტული, არამედ ერების გლობალური საზოგადოება და საერთაშორისო სამართალი. ჩვენ ამაში დარწმუნებული ვართ.
განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლელ პარტნიორებთან გამართული ერთობლივი პრესკონფერენციისას.