ტრამპი: ჩვენ უზრუნველვყოფთ უკრაინის კარგ უსაფრთხოებას

ტრამპი: ჩვენ უზრუნველვყოფთ უკრაინის კარგ უსაფრთხოებას

ოვალურ კაბინეტში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრისას, ჟურნალისტების კითხვებზე პასუხის დროს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უზრუნველყოფენ უკრაინის ძალიან კარგ დაცულობასა და უსაფრთხოებას.

ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, რომელიც უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებისა და NATO-ს მე-5 მუხლის მსგავსი გარანტიის მიცემას ეხებოდა.

ამასთან, დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ევროპელ ლიდერებს სურთ უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ამაში მათ ამერიკის შეერთებული შტატები დაეხმარება.

ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრაც გაიხსენა და თქვა, რომ მოლაპარაკებებში "ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი" იქნა მიღწეული. მან აღნიშნა, რომ "არის შესაძლებლობა, რომ რაღაც გამოვიდეს", ანუ, შეთანხმება შედგეს.

ჟურნალისტის კითხვის პასუხად, ვისგან არის მოსალოდნელი ომის დასრულება - ვლადიმერ პუტინისგან, თუ ვოლოდიმირ ზელენსკისგან, დონალდ ტრამპმა სამმხრივი შეხვედრის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

"თუ დღეს ყველაფერი წარმატებით ჩაივლის, სამმხრივი შეხვედრა გვექნება… ვფიქრობ, გვექნება ომის დასრულების გონივრული შანსი, როდესაც ამას გავაკეთებთ", - თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.