ზოგ მიმართულებაზე ჩვენი ჯარისკაცები წინ მიიწევენ. ზოგზე იცავენ პოზიციებს და წინააღმდეგობას უწევენ ოკუპანტების შეტევებსა და გაძლიერებულ თავდასხმებს. ჩვენ არ გვაქვს დაკარგული პოზიციები, მხოლოდ გათავისუფლებული. მათ აქვთ მხოლოდ დანაკარგები. ეს არის სიტუაცია, როდესაც ვახდენთ ზეწოლას, რომელიც საშუალებას გვაძლევს, გავუხსნათ გზა ჩვენს დროშას. ბოროტ სახელმწიფოს არ აქვს ისეთი სიმაგრეები და რეზერვები, რომლებიც უკრაინას შეაჩერებს. იმიტომ, რომ ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ და ეს უდიდეს ძალას გვაძლევს.
განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვისას.