უკრაინის პრეზიდენტი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, აშშ-მა საგარეო დახმარება 90 დღით შეაჩერა.
"ვიცი, რომ მსოფლიოში უამრავი ინსტიტუტი არსებობს, რომლებსაც შეერთებული შტატები ადრე მხარს უჭერდა. მხოლოდ იმის შესახებ შემიძლია საუბარი, რაც შეიძლება უკრაინამ დაკარგოს. მე სამხედრო დახმარებაზე ვარ ორიენტირებული და ეს არ შეჩერებულა, მადლობა ღმერთს", - თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.