
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანაში არჩევნები ომის დასრულებისა და საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ გაიმართება.
"ომის დასრულების შემდეგ საომარი მდგომარეობა მოიხსნება. საომარი მდგომარეობის მოხსნის შემდეგ კი არჩევნები უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად ჩატარდება", - აცხადებს ზელენსკი.
პრეზიდენტის თქმით, „შეგნებულად არავინ არაფერს გადადებს".
ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ აუცილებელი და საჭიროა ფრონტზე სიმშვიდის მიღწევაზე კონცენტრირება.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში, რომელიც აშშ-მ შესთავაზა, ომის დასრულების გეგმა მომზადდება.