ზელენსკი: არ მინდა ისტორიაში შევიდე, როგორც ადამიანი, რომელიც პუტინს ოკუპაციაში დაეხმარა

ზელენსკი: არ მინდა ისტორიაში შევიდე, როგორც ადამიანი, რომელიც პუტინს ოკუპაციაში დაეხმარა

უკრაინის პრეზიდენტმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ არ სურს ისტორიაში შევიდეს, როგორც ადამიანი, რომელიც პუტინს საკუთარი ქვეყნის (უკრაინის) ოკუპაციაში დაეხმარა.

"არ მინდა ისტორიაში შევიდე, როგორც ადამიანი, რომელიც დაეხმარა პუტინს ჩემი ქვეყნის ოკუპაციაში", - განაცხადა ზელენსკიმ.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა სამშვიდობო მოლაპარაკებებში ევროპის მონაწილეობის აუცილებლობას და განაცხადა, რომ მიუნხენში სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერა შეუძლებელია.

ზელენსკიმ ასევე ისაუბრა შეერთებულ შტატებთან პარტნიორობის მემორანდუმზე იშვიათი ლითონების შესახებ და განაცხადა, რომ დოკუმენტს მისი გუნდის იურისტები სწავლობენ და ვაშინგტონს გადამუშავებულ ვერსიას მიაწვდიან.

დღეს, მიუნხენის უსაფრთხოების 61-ე კონფერენცია დაიწყო, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის 60-მდე ლიდერი და ასობით წარმომადგენელი ესწრევა. კონფერენცია გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გახსნა.